Saturday, September 5, 2015

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
საგნები:  საქართველოს ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებლები:   ქეთევან ქვლივიძე,   მაია კუჭუაშვილი
კლასი:   IX 1
გაკვეთილის ტიპი:  შემაჯამებელი  გაკვეთილი
გაკვეთილის თემა:
ისტორია:  ერეკლე  II -ის მეფობა
ლიტერატურა: ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისა“
გაკვეთილის მიზნები:
საქართველოს ისტორია:
v  შეძლოს ისტორიული   მასალის გაანალიზება,
v   მოამზადოს პრეზენტაცია ჯგუფური მუშაობით Power Point-ის ფორმატში,
v   შეძლოს არგუმენტირებული  მსჯელობა,
v  შეაფასოს ერეკლე მეფის საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება.
 ქართული ლიტერატურა: 
Ø  შეძლოს ტექსტზე მუშაობა,
Ø  შეძლოს არგუმენტირებული მსჯელობა.
სტანდარტთან შესაბამისობა:
ისტორია: ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე.
ინდიკატორი:
Ø  სჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე.
Ø  აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე.
განსავითარებელი უნარები:
·         პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის უნარი,
·         თანამშრომლობის უნარი,
·         ანალიზისა და სინთეზის უნარი,
·         ისტ-ის საშუალებების გამოყენების უნარი,
·         კომუნიკაციის უნარი.
აქტივობა:
ლიტერატურა: ტექსტის ანალიზი,( წთ.) პოზიციის დაფიქსირება და არგუმენტირება ( წთ)
პრეზენტაციები: ისტორია (6-7 წთ/4= 24-28 წთ)
1)      ქართლ-კახეთი და მისი მეზობლები XVIII საუკუნის II ნახევარში.
2)      ერეკლე მეფის საშინაო ღონისძიებები ქვეყნის მოძლიერებისათვის.
3)      გეორგიევსკის ტრაქტატი.
4)      1801წლის 12 სექტემბრის მანიფესტი.

აქტივობა: მიკროფონი : რუსეთ-საქართველოს ორსაუკუნოვანი თანაცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე , რა კომენტარს გააკეთებდით?  (6-7წთ )
მასწავლებელთა პოზიტიური კომენტარი (3-4წთ)

საშინაო დავალება: ისტორია, ლიტერატურა:  არგუმენტირებული ესე: რეტროპერსპექტივაში შეაფასეთ ერეკლე მეფის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

შეფასება: (3 წთ)
ისტორია: პრეზენტაცია, ჯგუფური მუშაობა, ანალიზის უნარი, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა.
ლიტერატურა:

ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, მთელი კ

Wednesday, June 11, 2014

სასწავლო პროექტი

 1.პროექტის სახელწოდება:      წიგნით გაცნობილი სამყარო
  2.პროექტის მთავარი იდეა:      შეიყვაროს წიგნი მოსწავლემ და ეზიაროს საუკუნეების განმავლობაში დაგროვილ ცოდნას.
 3.პროექტის მიზნები და შედეგები:    პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები დაუახლოვდებიან წიგნს,დაუგროვდებათ ზოგადი განათლება.გაუმდიდრდებათ ლექსიკა.

 4.პროექტის აქტუალობა:   მოსწავლეები  დაშორდნენ წიგნს ,კლასიკას,დაუქვეითდათ მეტყველების უნარი.ეს პროექტი აამაღლებს წიგნიერების დონეს მოსწავლეებში .                      
  5.მონაწილეთა ასაკი:  16-17 წ.
.6.ვადები/ხანგრძლივობა:    7 თვე. 
  
 8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:   მხტვრული ლიტერატურა(კლასიკა,ქართული,უცხოური)     

 9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები კითხულობენ შერჩეულ წიგნს მიცემულ დროში და ამზადებენ პრეზენტაციას.
 10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:    ამ პროექტში მონაწილეობით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნასა და უნარებს ქართულ ლიტერატურაში, მსოფლი კულტურაში, სამოქალაქო განათლებაში.